რეზონანსი
20.03.2019

 ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს, და-ძმას მატარებელი დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოსწავლეები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ. გზად ისინი ლიანდაგზე უნდა გადასულიყვნენ, როდესაც ქუთაისი-წყალტუბოს რეისის მატარებელი დაეჯახა. დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×