რეზონანსი
19.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პარლამენტარიზმის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე არმისვლის მიზეზები გადაცემა "რეაქციაში" განმარტა. მან ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება გამორიცხა და განაცხადა, რომ ის, შეუძლოდ იყო.

პრეზიდენტმა ასევე არჩევნების წინ ჯანმრთელობის შემოწმების შესაძლობლობაზეც იასუბრა.

"ვთვლი, რომ უნდა იყოს არჩევნების წინ ჯანმრთელობის შემოწმება და შეიძლება, რეგულარულად დავაწესოთ, რომ ერთხელ წელიწადში იყოს, იმიტომ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არის სახელმწიფო დანიშნულება და სრულიად გამართლებულიც არის. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ იმაზეც, რომ ფსიქიატრიული გადასინჯვაც მოხდეს. ხუმრობითაც ვამბობ, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი იდგა და დგას. ეს არც უხერხული არ არის "- თქვა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×