რეზონანსი
19.03.2019

10 საათზე მეტია, სამართალდამცველები შავებში ჩაცმულ მამაკაცს ეძებენ, რომელმაც დღეს დილით "გირო კრედიტის" დაყაჩაღება სცადა. პეკინის ქუჩაზე პიკის საათში ნიღბიანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იარაღს მუქარით ცდილობდა ფულის გამოძალვას. თავდამსხმელი ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული, თუმცა, საქმეში ჩვენებებთან ერთად უკვე დევს "გირო კრედიტიდან" ამოღებული თითის ანაბეჭდები, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. პოლიციისთვის ასევე ცნობილია თავდამსხმელის აღწერილობაც.

თავდამსხმელმა თანხა ვერ წაიღო. შეიარაღებული მუქარისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლებმა SOS ღილაკის გამოყენება და დაცვის პოლიციის გამოძახება მოასწრეს, თუმცა თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო.

გაწვრთნილი ძაღლის აღებული სუნის მიხედვით, გირო კრედიტიდან გამოქცეულმა თავდამსხმელმა სასტუმრო Holiday Inn-მდე ირბინა, შემდეგ საავტომობილო გზა გადაკვეთა და გაუჩინარდა.

დამნაშავის ძებნას პოლიცია ამ დრომდე აგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×