რეზონანსი
19.03.2019

 (რეზონანსი) მობილური ოპერატორი ჯეოსელი გათიშულია. ჯეოსელის მომხმარებლებს პრობლემა რამდენიმე საათის წინ შეექმანთ და ამ დროისთვის კომპანია მთლიანად გათიშულია. ასევე, არ ფუნქციონირებს კომპანიის ვებგვერდი და ცხელი ხაზი. მომხმარებლები კავშირის და ინფორმაციის გარეშე არიან დარჩენილები.

ჯეოსელის მფლობელ სილქნეტში კი აცხადებენ, რომ ჯეოსელი გლობალური დაზიანების გამოა გათიშული. რამ გამოიწვია დაზიანება და როდის აღდგება ქსელის ფუნქციონირება, ამ დროისთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×