რეზონანსი
19.03.2019

 (რეზონანსი)„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ ეკა ბესელიას განცხადებას უპასუხა, როცა მან თავის ყოფილ თანაგუნდელებს წინა ხელისუფლების დროს მათი მდგომარეობა შეახსენა:

„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ-განაცხადა ბესელიამ, რომელსაც ბოკუჩავა გამოეხმაურა:

„ნაციონალური მოძრაობის" დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ ამ დარბაზში მსხდომებიო. ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა მე მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს მაგიდაზე ასულები მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა ზოგიერთი თქვენგანი. ასე რომ, მართლაც ძალიან სამარცხვინოა ასეთი მედროვეობა, კოლეგებო. მაგრამ ამ დარბაზში მე უკვე არაფერი მიკვირს, იმიტომ, რომ ყოველგვარი სირცხვილის ზღვარი გადალახულია, როდესაც უმრავლესობა საკუთარ ყოფილ წევრს სჯის იმის გამო, რომ მან განსხვავებული აზრი დააფიქსირა და სადამსჯელო ოპერაციად იყენებს მის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×