(რეზონანსი) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ხმის მიცემის დროს პულტზე ღილაკები მასაც არევია და ეს შეცდომა შეიძლება, ყველა ადამიანმა დაუშვას.
"კი, ამრევია მეც ღილაკი. ეს არის ტექნიკური საკითხი. არის შემთხვევა, მით უმეტეს, თბილისის პარლამენტის შენობაში, როდესაც არის საკითხი, რომელზეც ტექნიკურად ფიქრობ, რომ გაქვს საწინააღმდეგო პოზიცია და რეალურად აჭერ მწვანე ღილაკს. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომლის დროსაც შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა შეცდომა დაუშვას," - განაცხადა ოხანაშვილმა.
მმართველმა გუნდმა მათი ყოფილი თანაგუნდელის, ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება პირველ ჯერზე ვერ შეძლო. უმრავლესობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათ პულტზე ღილაკების ფერი აერიათ.
ამის შედეგ, კვაჭანტირაძის საკითხი კენჭისყრაზე ხელმეორედ უნდა დამდგარიყო, თუმცა მმართველი გუნდს ყოფილმა დეპუტატი კენჭისყრას არ დაელოდა და თავადვე გადადგა.