
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა პირობა დადო, რომ მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმაში მონაწილე ტერორისტის სახელს საჯაროდ არასდროს წარმოთქვამს, რადგან ტერორისტის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ცნობილი გამხდარიყო.
პრემიერის დღევანდელი გამოსვლა საკმაოდ ემოციური და ამაღელვებელი იყო.
„ის ტერორისტია, ის კრიმინალია, ის ექსტრემისტია, მაგრამ ის, როდესაც მე ვლაპარაკობ, იქნება უსახელო. მე გთხოვთ, რომ ვილაპარაკოთ იმ ადამიანებზე, ვინც დავკარგეთ და არა იმაზე, ვინც ისინი წაგვართვა. მას უნდოდა გამხდარიყო ცნობილი ამ ტერორისტული აქტით, მაგრამ ახალი ზელანდია მას არაფერს მისცემს, სახელსაც კი", - განაცხადა ჯასინდა არდერნმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადან დაიღუპა 50-მდე ადამიანი, ათეულობით კი დაიჭრა.
ნათია ფეხშველაშვილი