რეზონანსი
19.03.2019

 პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია ამბობს, რომ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება, ის რაც ახლა ხდება არ არის ნორმალური

"ესენი ახლა ისეთ კრიზისში არიან, აღარაფერი უშველით. დამთავრებულია მაგათი ამბავი, "ახლა გინდ შაიტანონ და გინდ გამაიტანონ თავიანთი რუმბივით გაგორებული ფალავანი". ახალი სახეები კი არა, მამა ღმერთი აღარ უშველით. ასეთი არაფერი მინახავს, სახტად დამტოვა ზურაბიშვილის განცხადებამ, მე პოლიტიკაში არ ვერევიო. თურმე ჯერ სად ვიყავი, არც პრემიერი ყოფილა პოლიტიკოსი. თუ პოლიტიკაში არ ერევიან, აბა, რა სიკვდილში ერევიან? იმდენს სულელობენ, თავსაც დაიღუპავენ და ქვეყანასაც ზედ გადაიყოლებენ. ერთი ის გამაგებინა ამ წულუკიანმა რა საიდუმლო იცის ასეთი ამ ხელისუფლებაზე, რომ ფეხისწვერებზე ატარებს ყველას. შვიდი წელია ძვრა ვერ უყვეს ადგილიდან", - განუცხადა "კვირის პალიტრას" წულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×