რეზონანსი
19.03.2019

 საქართველოში საფრანგეთის ელჩი ამბობს, რომ საფრანგეთი, ისევე როგორც გერმანია და შვედეთი საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემს, რადგან საქართველოს სანდო ქვეყნად არის აღიარებული. პასკალ მენიე ამბობს, რომ საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს დაეხმარებიან, რათა საზღვრიდან მოქალაქეთა ხშირი გამობრუნება თავიდან იქნეს აცილებული.

"როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა საფრანგეთი ისევე როგორც სხვა ქვეყნები, გერმანია და შვედეთი არ მისცემენ საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს რადგან თქვენი ქვეყანა სანდო ქვეყანად არის აღიარებული. გსურს ეს მესიჯი გაიმეოროს ყველამ, რომ ის კარგად იყოს გაგებული", - განაცხადა პასკალ მენიემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×