კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მამაკაცი დაიღუპა ხოლო 1 ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.
გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი, ალეკო შერმადინი რუსთავში ცხოვრობდა, 23 წლის მამაკაცი მეგობრის დახმარებას ცდილობდა რა დროსაც ავტომობილით ელექტროსადენების ბოძს შეეჯახა და მეგობართან ერთად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში "ოპელის" მარკის ავტომობილით 26 და 27 წლის მამაკაცები გადაადგილდებოდნენ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს დაეჯახა. ავარიაში მოყოლილები ალეკო შერმადინის მეგობრები იყვნენ. ის ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე საკუთარი ავტომობილით მივიდა, არ დაელოდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მოსვლას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეგობარი, რომელიც ავარიის დროს საჭესთან იმყოფებოდა, საკუთარ მანქანაში გადაიყვანა და საავადმყოფოში წასვლა განიზრახა. მეგობრისთვის უთხოვია, რომ ავარიის დროს დაშავებულ მეორე მამაკაცთან დარჩენილიყო.
ალეკოს მეგობრები "ინფო რუსთავთან" ყვებიან, რომ 27 წლის მამაკაცს სასიცოცხლო ორგანოები დაზიანებული ჰქონდა და მისი გადარჩენიის შანსი დაბალი იყო, თუმცა ალეკო ვერ ეგუებოდა, რომ მეგობარი უკვდებოდა და ამიტომ იფიქრა იქნებ სასწრაფო გზაში შემხვდეს და დაგვეხმარება, თუ არა და მე მივიყვან საავადმყოფოშიო.
ალეკო ჩქარობდა და სწრედ ამ დროს, სოფელ ზემო ქედში ის, "მერსედესის" მარკის ავტომობილით ბეტონის ბოძს დაეჯახა რა დროსაც ადგილზევე გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცოცხალს ვერც მის მეგობარს მიუსწრო. პირველ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 26 წლის მამაკაცი კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში, კლინიკაში იმყოფება.
23 წლის ალეკო შერმადინს რუსთავში მეუღლე და 4 წლის შვილი დარჩა.
(ინფო რუსთავი)