რეზონანსი
18.03.2019

 (რეზონანსი) 24-საათიანი ტყვეობის შემდეგ ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მკვიდრი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

სასამართლოს შემდეგ 21 წლის გივიკო ბერუაშვილი ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში ცოტა ხნის წინ გადასცეს. გორში პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მას სახლში დააბრუნებენ. ახალგაზრდა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით გუშინ, საკუთარი ნაკვეთის სიახლოვეს დააკავეს.

დაკავების ადგილზე მავთულხლართები გავლებული არაა, ასევე არაა დამონტაჟებული ე.წ. სასაზღვრო ბანერიც. დიცის გარშემო ეს ერთადერთი ადგილია სადაც საოკუპაციო ხაზი მონიშნული არაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×