რეზონანსი
18.03.2019

 (რეზონანსი) საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი გიგი გეგეჭკორის დედა და მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ წერილებს აქვეყნებენ:

"ჩემი ტკივილი ხარ. როგორ მენატრები დე, როგორი ლამაზი თვალებით იყურები. შენი ლამაზი ღიმილი დედა, მოგიკვდა შენი უბედური დედა, შენ მონატრებულ ხმას შემოევლოს შენი უბედური დედა. დავრჩი ფოტოების და ვიდეოების ამარა", - წერს გიგი გეგეჭკორის დედა.

"ვოცნებობდი როდის იტყოდნენ ვიპოვეთ გიგი ცოცხალიო, გადის დრო, საათები და კიდევ ვერ ვიაზრებ რომ აღარ არის ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ უკარგესი და უკეთილშობილესი ადამიანის სული მოდიოდა და პირველი ფრაზა ჩემდამი: ვაა ბავშვი შენ კიდე არ გაზრდილხარ? ჭოჭინა და სოსკა უნდა გაჩუქო დაბადების დღეზეო უზომოდ მეწყინა მისი წასვლა ამ ქვეყნიდან"

"შენ სიკვდილისთვის არ მემეტები. ასე უსასრულოდ არ უნდა დაგეგვიანა გიგი. არ შეგვიძლია არავის შენი მოგონებებში მოხსენიებაა ბავშვობაში ამბობდი, რომ გავიზრდები ყველას უნდა დავეხმაროო, შენთვის რატომ არ გამოჩნდა ვინმე ვინც დაგეხმარებოდა",- წერენ გიგის მეგობრები.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის გიგი გეგეჭკორი 9 მარტს მარტს გაუჩინარდა, 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×