რეზონანსი
18.03.2019

 (რეზონანსი) ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრში, რომელიც კიევში გაიმართა, ქართველი ტანმოვარჯიშე ბაფთითა და გურზებით ასპარეზობაში ფინალში გავიდა. გურზებში სალომემ საუკეთესო შედეგი აჩვენა, 19.700 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ბაფთით ვარჯიშში კი ბრინჯაოს მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. მესამე ადგილზე გასულმა უკრაინელმა სპორტსმენმა ვლადა ნიკოლჩენკომ 17.700 ქულა დააგროვა, ფაჟავამ კი 17.600.

კიევის გრან-პრის პარალელურად, უკრაინის დედაქალაქში, სენიორებსა და იუნიორებს შორის ირინა დერიგინას თასის გათამაშებაც გაიმართა. სენიორთა შორის საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი ნათელა ბოლატაევა ფინალში ოთხივე საგნით გავიდა.

ბაფთით ვარჯიშში მან ვერცხლი მოიგო, რგოლით ვარჯიშში - ბრინჯაო. ბურთით მეოთხე ადგილი დაიკავა, გურზებით კი მეხუთე.

იუნიორებს შორის ნუცა ჯანაშვილმა იასპარეზა. ბაფთით ვარჯიშში მან მეხუთე შედეგი აჩვენა, ბურთით ვარჯიშში მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×