რეზონანსი
18.03.2019

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის გადაწყვეტილებას ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მშვენიერი ამბავია - ამას ვიძახდით ორი წლის წინ, მოღალატეებად რომ შეგვრაცხა და პარტია დაშალა.

ახლა ენმ-ისგან ნომრის გარდა აღარაფერია დარჩენილი, სააკაშვილის მთავარი პარტიული საყრდენი - რუსთავი ორია. ამიტომ იოლად დათმო.

მაგრამ, თუ რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკასაც დაეტყობა სააკაშვილის ჩაწევა - მხოლოდ მივესალმები (სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ მაინც). აი ეს ნამდვილად გააძლიერებს ოპოზიციურ ფლანგს.

P.შ. ძალისხმევას დაგიზოგავთ და აქვე დავურთავ ეუთოს დასკვნას არჩევნებზე.

მთავარი მედიების პარტიულმა მიკერძოებამ ამომრჩეველს არ მისცა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა - შავით თეთრზე წერია.

ასე რომ ეუთოს ეკამათეთ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×