რეზონანსი
18.03.2019

 (რეზონანსი) 2018 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61,1 ლარით გაიზარდა და 1 202 ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, ხელფასები თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა. მათივე მონაცემებით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 144,9 ლარი (წლიური ზრდა 0,6 პროცენტი);

მშენებლობა - 1 956,4 ლარი (წლიური ზრდა 1,4 პროცენტი);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 902 ლარი (წლიური ზრდა 7,3 პროცენტი).

მონაცემების მიხედვით, ქალების საშუალო ხელფასი 906 ლარი, ხოლო კაცების - 1 468,5 ლარია და ხელფასების წლიური ზრდა 46,5 და 81,1 დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასზე მაღალი იყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×