რეზონანსი
18.03.2019

 (რეზონანსი) ჩინელ ტურისტ გოგოს მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში თანხა დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "გურია Tv" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასტუმროს მფლობელი, მზიური ჯაფარიძე გოგონას დაუკავშირდა და თანხის შესახებ აცნობა.

"ეს ის თანხაა, რომელიც ჩინელ ტურისტ გოგონას მესტიაში დარჩა.

საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ მზიური ჯაფარიძემ გოგონასთან დაკავშირება მოახერხა და თანხის შესახებ აცნობა.

მთელი გზა ტიროდა თურმე, მაშინ ხვალ დავბრუნდებიო, ტელეფონში მითხრა და ველოდები" - ამბობს მესტიელი ქალბატონი, რომელიც სვანეთში ასული ტურისტებისთვის, უკვე წლებია, ერთ - ერთი ყველაზე საყვარელი მასპინძელია" - წერს ტელეკომპანია "გურია tv" ფეისბუქის გვერდზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×