რეზონანსი
18.03.2019

 (რეზონანსი) დედამიწის ატმოსფეროში მეტეორმა შემოაღწია. გიგანტური ცეცხლოვანი ბურთი ჩვენს პლანეტაზე,2018 წლის 18 დეკემბერს, 32კმ/სთ სიჩქარით შემოვიდა და ბერინგის ზღვის თავზე აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს.

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მეტეორი ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბზე 10-ჯერ ძლიერად აფეთქდა.

ეს მოვლენა თავდაპირველად შეუმჩნეველი სწორედ იმ მიზეზის გამო დარჩა, რომ აფეთქება ბერინგის ზღვის თავზე მოხდა.

აფეთქება სამხედრო სატელიტებმა შენიშნეს და NASA-ს შეატყობინებს. კოსმოსური სივრცის მკვლევარებმა, ინფორმაცია ინციდენტის სათანადოდ შესწავლის შემდეგ, მხოლოდ ახლა გაასაჯაროვეს.

მეტეორი დედამიწის ატმოსფეროში, ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 25.6კმ-ის სიმაღლეზე აფეთქდა.

NASA-ს მკვლევარის დოქტორი ლინდლი ჯონსონის განმარტებით, კოსმოსურმა სხეულმა საკმადო ახლოს ჩაუარა იმ საჰაერო ტრასას, რომელსაც კომერციული თვითმფრინავები ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიას შორის რეისებისთვის იყენებენ.

მეცნიერების განცხადებით, ეს ჩელიაბინსკში 6 წლის წინ ჩამოვარდნილი მეტეორის შემდეგ ყველაზე დიდია ფეთქება იყო.

„აფეთქებამ, ჩელიაბინსკის მეტეორის სიმძლავრის 40% შეადგინა, თუმცა ბერინგის ზღვის ტავზე მოხდა და ამიტომ არ ჰქონია დიდი ეფექტი და არც მედიაში გაშუქებულა, ჩვენ ის უპირატესობაც გვაქვს, რომ პლანეტაზე ბევრი წყალია და გვიცავს",- აცხადებს NASA-ს მკვლევარი კელი ფასტი.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×