რეზონანსი
18.03.2019

 რამდენიმე წუთის ინტერვალით ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. გარდაიცვალა ორი ახალგაზრდა - 23 და 27 წლის მამაკაცები. ამას გარდა, დაშავდა 26 წლის კაციც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. გარდაცვლილები სოფელ ზემო ქედში ცხოვრობდნენ.

თავდაპირველად, სოფელ არხილოსკალოში შემთხვევის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება ორმა მგზავრმა მიიღო. "ოპელის" მარკის ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა მძღოლი, რომლის საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა მისმა მეგობარმა. ის გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა მერსედესის მარკის ავტომობილს. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და სოფელ ზემო ქედში, ცენტრალურ მაგისტრალზე, ტროტუარზე მდგარ განათების ბოძს და ხეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ორივე მათგანი მედიკოსების მისვლამდე გარდაიცვალა.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, 23 წლის გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×