რეზონანსი
18.03.2019

 რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის ლიზი ვადაჭკორია დღეს დაკრძალეს. მოზარდი რუსთავის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიიდან გამოასვენეს. ლიზი ვადაჭკორია უკანასკნელ გზაზე ასეულობით ადამიანმა გააცილა.

ლიზი ვადაჭკორია 13 მარტს რვასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი 11 წლის მეგობართან ერთად სახლის სახურავზე სურათის გადასაღებად ავიდა, რა დროსაც მას ფეხი დაუცდა და სახურავიდან გადმოვარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×