რეზონანსი
18.03.2019

 დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის მასშტაბები გაიზარდა - ცეცხლი 600 კვადრატული მეტრიდან უკვე 2000-მდე კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.  თუმცა ცეცხლის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია და ახლა მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე 23 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

ცეცხლი ტექნიკის საწყობს გაუჩნდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა. შენობაში მყოფი ერთადერთი ადამიანი, მეხანძრეებმა უვნებლად გამოიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×