საქართველოს უმეტეს რაიონებში 19-22 მარტს გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით ზოგ რაიონში იწვიმებს, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, დედაქალაქში შენარჩუნდება ქარი.
"ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 10-12 გრადუსის ფარგლებში იქნება. მთაში 1-6 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -3- +2 გრადუსი. 19 მარტიდან გამოიდარებს და 22 მარტამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა მოიმატებს 18-20 გრადუსამდე.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 18-19 მარტს იწვიმებს, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. 18 მარტს დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი. 19 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ხვალ დაბალი ტემპერატურა იქნება. 8-13 გრადუსის ფარგლებში, მთაში 1-6 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -7 - -2 გრადუსი დაფიქსირდება“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.