რეზონანსი
17.03.2019

 (რეზონანსი) რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კრასნოდარში რუსეთის ნაკრებს შეხვდა და დამაჯერებლად 6:22 დაამარცხა. მთელი მატჩის განმავლობაში „ბორჯღალოსნები" სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობნენ და მეტოქეს 3 უპასუხო ლელო დაუდეს. რუსეთის ნაკრებმა კი მხოლოდ 2 საჯარიმოს გატანა მოახერხა.

პირველი ნახევარი ქართველმა მორაგბეებმა 10:3 მოიგეს. მატჩის დებიუტში სოსო მათიაშვილმა ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნა, ტაიმის მიწურულს კი მსაჯმა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ ტექნიკური ლელო ჩათვალა.

მეორე ნახევარში ბორჯღლოსნებმა დებიუტშივე მოახერხეს ლელოს დადება. თავი გიორგი ცუცქირიძემ გამოიჩინა. ცუცქირიძის ლელოს 70-ე წუთზე მოდებაძემაც უპასუხა და ლაშა მალაღურაძის ზუსტად შესრულებული გარდასახვით საქართველოს ნაკრება საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღნიშნული დაპირისპირება ამ გუნდებს შორის 23-ე იყო და ბორჯღალოსნებმა ზედიზედ 18-ედ მოახერხეს რუსების დამარცხება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 6-დან 6 გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×