რეზონანსი
17.03.2019

 (რეზონანსი) საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი ირაკლი კვარაცხელია სენაკის საკათედრო ტაძრიდან ცოტა ხნის წინ გამოასვენეს.

წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.

„ნაწამები რომ არის ბავშვი ხომ ეტყობა. აბა გალში თავის მოსაკლავად ხომ არ წავიდოდა. ის არის ნაწამები," - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვაზე, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, ხელისუფლების პირველი პირები არ გამოჩენილან, დაკრძალვაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიცია მივიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×