რეზონანსი
17.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკვე დამკვიდრებული აქვს გემოვნებიანი ქალის იმიჯი, მისი ლუქების უმეტესობა საზოგადოების დიდ აღტაცებასა და მოწონებას იმსახურებს.

სომხეთში ვიზიტისას ზურაბიშვილის ატმისფერმა პალტომ სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც „ინფო ფოსტალიონისთვის" გახდა ცნობილი, ელეგანტური პალტო, რომელსაც ჩიტების ულამაზესი აპლიკაცია ამშვენებს, 500 ლარი ღირს და ის ქართველი დიზაინერის, ეკა ბალანჩივაძის ნამუშევარია. მისი შეძენა ვაკეში, ფალიაშვილის 66 ნომერში მდებარე სალონში შეიძლება.

როგორც დიზაინერი ამბობს, ეს პალტო მისი კოლექციიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი ნივთია.

„ქალბატონი სალომე თვითონ გვესტუმრა შოურუმში და შეიძინა ეს პალტო, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართველი დიზაინერებით ინტერესდება. იმედი მაქვს, მომეცემა საშუალება ინდივიდუალურად მისთვის შევქმნა სამოსი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან მოიხდენს", - ამბობს ეკა ბალანჩივაძე.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×