რეზონანსი
17.03.2019

 (რეზონანსი) რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ მსხვერპლს, ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ. იგი სენაკის საკათედრო ტაძარშია გადაყვანილი.

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, ცენტრ "ემპათიას" წარმომადგენელია ჩართული. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი და გახდა თუ არა კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა რუსი ოკუპანტების სასტიკი წამების მსხვერპლი.

წინასწარი ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიაზე ფიზიკური ძალადობა მოხდა. ის ელექტროშოკით აწამეს, რამაც გულის შეტევა გამოიწვია; სწორედ ამ ექსპერტიზაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება გამოძიება და დადგება თუ არა საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტული წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი.

29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიდან გაიტაცეს. ის გალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ ოკუპანტებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×