(რეზონანსი) გუშინდელი გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, რომელიც სადგურზე გაიმართა, ტაქსის მძღოლები ხვალ უკვე მერიის წინ შეიკრიბებიან. ისინი მერიის ახალ რეგულაციებს გააპროტესტებენ, მათ შორის, პირველ რიგში, ტაქსების თეთრად გადაღებვას.
სერიოზული შეღავათების მიუხედავად - მერია მძღოლებზე გასცემს უფასო ვაუჩერებს, რითაც მათ ავტომობილების გადაღებვა ასევე უფასოდ შეეძლებათ, ისინი მაინც მიიჩნევენ, რომ ეს მათ პრობლემას არ ხსნის.
„პრაიმტაიმთან" საუბარში მძღოლებმა განმარტეს, რომ თეთრად გადაღებვა მანქანის ფასზე იმოქმედებს: „გაყიდვა რომ მომინდეს, შეღებელს ხომ ვეღარ გავყიდი? მისი ფასი მნიშვნელოვნად დაეცემა". - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მეორე მიზეზი ტექნიკური დათვალიერებასთან დაკავშირებული რეგულაციები: „არასწორად არ გაიგოთ, სხვებმა ტექდათვალიერება წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ, ჩვენ - ორჯერ, რატომ? სწორედ ამას ვაპროტესტებთ" - ამბობს ხანშიშესული მამაკაცი.
მერიის წინ აქცია ორშაბათს, 12:00 დაგეგმილი.
მერიის რეგულაციები პირველი მარტიდან უკვე ამოქმედდა.
"პრაიმტაიმი"