რეზონანსი
17.03.2019

 მაიკლ ჯექსონის შვილი პერისი ახლობლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პერისი ექიმებმა საავადმყოფოდან უკვე  გამოწერეს. მან რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა წერს გამოცემა TMZ წყაროზე დაყრდნობით.

2013 წელს პერის ჯექსონმა თავის მოკვლა პირველად სცადა, მაშინ ამ გადაწყვეტილების მიზეზი დეპრესია იყო.

გამოცემის წყაროს ცნობით, შესაძლოა პერის ჯექსონის თვითმკვლელობის მიზეზი ფილმი Leaving Neverland-ი გახდა.

ოთხსაათიანი ფილმის პრემიერა კინოფესტივალ „სანდენსზე“, იანვარში გაიმართა. ფილმი, სახელწოდებით Leaving Neverland, უეიდ რობსონისა და ჯეიმს სეიფჩაკის ჩვენებებზეა დაფუძნებული, რომლებიც აცხადებენ, რომ ბავშვობაში მაიკლ ჯეკსონი მათ სექსუალურად ავიწროებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×