რეზონანსი
16.03.2019

 (რეზონანსი) ჯურიო დივიზიონში გაგამარუმ იორიკირით დაამარცხა ჯურიო N10 ვაკამატახარუ (186სმ, 129კგ, იაპონია) და ბალანსი 3:4 გაუხდა.

მაკუჩი დივიზიონში ტოჩინოშინი დასავლეთის N1 მაეგაშირას, 28 წლის იაპონელ ენდოს (184 სმ, 154 კგ, ბალანსი ლევანთან 3:4) შეხვდა და დამარცხდა. ლევანს შვიდი დღის შემდეგ 4:3 აქვს ბალანსი. ამის შესახებ სააგენტო "აიპრესი" იუწყება.

ხვალ ლევან გორგაძე მონღოლ იჩინოჯო შეხვდება. იჩინოჯო ამ ბაშოზე დაუმარცხებლად ასპარეზობს, შვიდივე შეხვედრა აქვს მოგებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×