რეზონანსი
16.03.2019

 (რეზონანსი) გიგი გეგეჭკორის ცხედარი, რომელიც წითელსოფლის მიმდებარე ხევში იპოვეს, გუშინ საღამოს ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. როგორც "პრაიმტაიმს" გარდაცვლილის მეგობარმა უამბო, ექსპერტიზა დასრულებულია და დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სუიციდს უკავშირდება.

"წითელსოფლთან არის ტყე და ამ ტყეს, რომ გადიხარ, ხევში იპოვეს ცეხადარი. ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ არ არის. პოლიციელების თქმით და წინასწარი დათვალიერებით, სავარაუდოთ თვითმკვლელობა იყო, მაგრამ საბოლოო პასუხს მაინც ექსპერტიზა იტყვის. ჩამომხრჩვალი იყო თოკით. გაოგნებულები ვართ ყველა. ვერ ვხსნით, რატომ შეიძლება ეს გაკეთებინა? რაიმე ისეთ პრობლემაზე არასდროს უსაუბრია", - ამბობს პრაიმტაიმთან საუბრისას გიგი გეგეჭკორი.

ახლობლების გადმოცემით, გიგი გეგეჭკორს სამშაბათს დაკრძალავენ.

მას სამართალდამცავები, სამაშველო სამსახური, მეგობრები და მოხალისეები 7 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გიგი გეგეჭკორი დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლიდან გაუჩინარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×