(რეზონანსი) დავით ქაცარავა ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობას უხდის და სოფელ ხურვალეთს ტოვებს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები სოფელ ატოცში გადადიან.
„პრაიმტაიმთან" საუბარში ქაცარავამ განმარტა, რომ სამომავლო გეგმების შესახებ კიდევ იმსჯელებენ და სპეციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. ამ ეტაპზე, მისი შეფასებით, ხურვალეთში ვითარება საგანგაშო არ არის.
თუმცა, იქვე დასძენს, რომ ერთ-ერთი ადგილობრივის ხუციშვილის ეზო, სადაც ოკუპანტები დაინახეს, დასუფთავებულია. თავად ქაცარავა ამ ფაქტზე სხვა დამატებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, როგორც „პრაიმტაიმთან" საუბარში სხვა პირები მიანიშნებენ, როგორც წესი, რუსი ოკუპანტები ეზოებს საზღვრის გადმოტანის წინ ასუფთავებენ ხოლმე.
დავით ქაცარავა, პოლიციას ტერიტორიის 24 საათიანი პატრულირებას სთხოვს