რეზონანსი
16.03.2019

 სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ადგილზე რუსი სამხედროები არ გამოჩენილან.

„ჩვენთან სიმშვიდეა. პრობლემები ხელოვნურად იქმნება, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ დაწყნარდეს მთელი საქართველო. აღარ არის საჭირო, აღარც ზედმეტი ჟურნალისტები და აღარც კეთილის მყოფელები. არაფერი არ ხდება, ძალიან მშვიდად ვართ, როგორც ვართ 10 წელი ისევ ისე ვართ. ბაღებში აგვყავს ძროხები და მე იქ რუსები არ დამინახავს“, – აცხადებენ ხურვალეთის მცხოვრებლები.

სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×