რეზონანსი
16.03.2019

 ბრენტონ ტარანტის სასამართლომ 5 აპრილამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ​ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში მდებარე ალ ნურის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ათეულობით მლოცველი დაშავდა.

ჟურნალსიტი ნინო ბურჭულაძე არ გამორიცხავს, ბრალდებულის საქართველოში ყოფნის შესაძლებლობას. მისი განმარტებით, ბრენტონ ტარანტი 7 წელი მოგზაურობდა იმ ქვეყნებში, რომლებიც თურქეთს ებრძოდნენ. სწორედ ამით ხსნის ჟურნალსიტი იარაღის მჭიდზე ქართულ წარწერებსაც:

"ძალიან ძნელია ასეთ მოკლე დროში გავიგოთ მიზეზი, რატომ ეწერა ქართველი მხედარმთავრების სახელები მჭიდებზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მჭიდებზე სხვა წარწერებიც იყო, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ჩვენი ვერსიები.

ქართველი მეფის და მხედარმთავრის სახელების გარდა წერია სხვა იმ კონკრეტული ადამიანების გვარ-სახელებიც, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის მაჰმადიანური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველა ამ წარწერას აერთიანებს თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით მოხდა დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები მჭიდებზე.

თუმცა მე მინდა გითხრათ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ახლახანს გამოჩნდა მედიაში. თვითონ ეს ავსტრალიელი ტერორისტი 7 წლის განმავლობაში მოგზაურობდა მსოფლიოში, მოგზაურობდა სწორედ იმ ქვეყნებში, რომლებიც თურქეთს ებრძოდნენ და თავის დროზე, თავი გამოიჩინეს თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორც უკრაინული მედია წერს, ის, შესაძლოა, უკრაინაშიც ყოფილიყო. თუ მართლაც ასეა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ  მოგზაურობის დროს, არ არის გამორიცხული, ის საქართველოსაც სწვეოდა", - ამბობსნინო ბურჭულაძე.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×