რეზონანსი
16.03.2019

 გუშინ ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×