რეზონანსი
15.03.2019

 (რეზონანსი) სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან შიდა ქართლის გუბურნატორი მივიდა. გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

გუბერნატორის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციების ნაწილი იყო პროვოკაცია, რასაც საზოგადოების მხრიდან გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა.

„ეს იყო პროვოკაციული განცხადებები, რასაც საზოგადოებაში გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა. მინდა ყველას მოვუწოდო, არ აჰყვეს პროვოკაციას. ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით ადგილზე, სოფელ ხურვალეთში. აქ სიმშვიდეა, გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომებიც და არანაირი დაძაბულობა არ არის მოსალოდნელი", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ხურვალეთში ყოფნისას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×