რეზონანსი
15.03.2019

 (რეზონანსი) გალის რაიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ძმა აცხადებს, რომ ძმის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ იგი ნაწამებია.

„თვალის და წამწამების მიდამოები გახეთქილი აქვს, შუბლი - დალურჯებული. მხარის და ზურგის არეში ჩალურჯებები აქვს. მუცლის და თირკმლის არეში აქვს ასევე ჩალურჯებები. ბარძაყებსა და ფეხის არეშიც აქვს ნარტყმევი. ნაწამებია გაჭირვებული და ბოლოს ვითომ თავი ჩამოიხრჩო, სისულელეა", - ამბობს „პრაიმტაიმთან" პაატა უზარაშვილი.

გარდაცვლილის ნახევარძმა აცხადებს, რომ ხვალაც, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს, სასახლეში ჩასვენებამდე, ხვალ კიდევ ერთხელ დაათვალიერებს.

"ექსპერტიზის დასკვნა იქნება 45 დღეში. რა თქმა უნდა დასკვნასაც დაველოდები, თუმცა ექსპერტმა ცხედრის დათვალიერებისას განაცხადა, რომ ჯერ მოკლულია და მერე დაკიდებული. პასუხს მაინც დაველოდები",- ამბობს პაატა უზარაშვილი.

29 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 11 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×