რეზონანსი
15.03.2019

 (რეზონანსი) იმ ტერორისტების ავტომატების მჭიდებს, რომლებმაც ახალ ზელანდიაში 40 ადამიანი მოკლეს, ქართულენოვანი წარწერები ჰქონდა.

თავდამსხმელმა თავდასხმა ავტომატური იარაღით განახორციელა. რომელსაც სხვადასხვა წარწერებთან ერთად, დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანიც აწერია. აღნიშნულის ამსახველ ფოტომასალას „დეილიმეილი" ავრცელებს.

თავდამსხმელების იარაღების ფოტოები, რომლებზეც თეთრი მარკერით არის წარწერები, სოციალურ ქსელ თვითერში იყო ატვირთული, თუმცა შემდეგ წაიშალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ და მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ ტერაქტის შედეგად ახალ ზელანდიაში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

თავდასხმა მეჩეთებზე ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისჩარჩში მოხდა. შეიარაღებული პირები 2 სხვადასხვა სალოცავში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ შემთხვევას 40 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 20- ს აჭარბებს.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების ავტომობილებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დახურულია ყველა სკოლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×