რეზონანსი
15.03.2019

 (რეზონანსი) „კლანი უნდა წავიდეს" - ასეთი წარწერის მქონე მაისურებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ, სადაც დეპუტატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების წესთან დაკავშირებით, სამ ინიციატივაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" „საქართველოს იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობის შეცვლა, რომლებიც ე.წ. კლანს წარმოადგენენ, რათა სასამართლო მართლაც გახდეს დამოუკიდებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სალაძე აღნიშნავს, რომ არანაირი კანონპროექტის მიღებას აზრი არ აქვს.

საიას თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე აცვიათ მაისურები წარწერით „კლანი უნდა წავიდეს".

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების წესს განიხილავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს „ქართულ ოცნებას", „ევროპულ საქართველოს" და ეკა ბესელიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×