რეზონანსი
15.03.2019

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაკავება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.

კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ფულის გამოძალვის შესახებ ინფორმაცია წვევამდელ ქაზიმ გახრამანოვის მეშვეობით გაირკვა. უარის შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.  წვევამდელი ამბობს, რომ ცემა სერჟანტის თანდასწრებით ხდებოდა.

"კურიერთან" საუბრისას წვევამდელი ჰყვებოდა, რომ ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეს არც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

სამხედროს მტკიცებით, წვევამდელებისათის ფულის გამოძალვა ჯარში ჩვეულ პრაქტიკად იქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×