რეზონანსი
15.03.2019

 უმრავლესობის წევრი  გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობაზე მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, როდესაც მის ორივენი გვერდივგერდ სპექტაკლზე ისხდნენ.

"გახსოვთ ალბათ, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატურა, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი დააკავეს და ასამართლებენ მძიმე ბრალდების გამო. გირაოთი გამოუშვეს. სასამართლო წინაა. აბაზოვი განაცდურის ანაზღაურებას თხოულობს, სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი. "რუსთავი 2" კი გვამცნობს რომ თურმე ბერა ივანიშვილი წყვეტს ამ საკითხს და ინფორმაციის წყაროსაც ასახელებს - ITV.ge. ეს იგივე "წყაროა" ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობაზე რომ ავრცელებდა ინფორმაციას, მაშინ როდესაც მის გვერდით ვიჯექი სპექტაკლზე. ფეიკების დიდი სიაა, ვფიქრობ ეს სია უფრო გაიზრდება და დაბინძურდება. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მაინც...", - წერს გიორგი ვოლსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×