რეზონანსი
14.03.2019

 საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ნაცემია. მას წვალების კვალი სხეულზე აღენიშნება. ამის შესახებ არსებული ფოტომასალა მეტყველებს და ასევე ოჯახის წევრებისა და ახლობლების საუბრებიდან ირკვევა.

„წელის არეში ჰქონდა დაზიანებები, სახეზე, ნაცემია და საკმაოდ ძლიერ, სასიკვდილოდ გაიმეტეს. ტანზე ეტყობა სილურჯეები“, - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

 კვარაცხელია 2 დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, მან თავი მოიკლა, თუმცა სხვადასხვა ფაქტები აჩვენებს, რომ კვრაცხელია საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×