რეზონანსი
14.03.2019

 (რეზონანსი) რუსი ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია.

35 წლის ალან მარღიშვილი და 22 წლის გიორგი ჩიტიშვილი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

დაკავებულები ოკუპირებულ ცხინვალში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს.

ალან მარღიშვილი და გიორგი ჩიტიშვილი ყარაფილასთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×