რეზონანსი
14.03.2019

 (რეზონანსი) ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, კაპანელის 21-ში მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი გადმოვარდნისას მე-7 სართულზე დაეცა და თავის სასიკვდილო ტრავმა მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×