რეზონანსი
14.03.2019

 იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია „ტოშიბას" უფროს მმართველ დირექტორს სატოჩი ცუნაკავას შეხვდა. 

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იაპონური კორპორაციის უფროს მმართველ დირექტორს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის გაუმჯობესებულ რეიტინგებზე, რომლებშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. 

ქართულმა მხარემ „ტოშიბას" პროდუქციის საქართველოში წარმოება, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის გახსნა და რეგიონული სათავო ოფისის ამოქმედება შესთავაზა.  იაპონური კორპორაციის ხელმძღვანელი დაინტერესდა აღნიშნული შეთავაზებით და აღნიშნა, რომ მასზე დაყრდნობით მოკვლევას განახორციელებს. 

შეხვედრაზე „ტოშიბა"-ს მხარემ გამოთქვა დაინტერესება საქართველოში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტების შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ იაპონური კორპორაცია მსოფლიოში ენერგოტურბინების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ამდენად, „ტოშიბა" გეგმავს, საქართველოს ბაზარი ამ მიმართულებითაც შეისწავლოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×