რეზონანსი
14.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოში ბენზინი კიდევ ორი-სამი თეთრით გაიაფდა. ბოლო დღეებში საწვავის ღირებულება თითქმის ყველა კომპანიამ შეამცირა.

„ლუკოილის" ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2.25 ლარიდან 2.22 ლარამდე შემცირდა; „ვისოლის" ქსელში - 2.32 ლარიდან 2.29 ლარამდე; „გალფის" ქსელში - 2.26 ლარიდან 2.24 ლარამდე; „სოკარის" ქსელში კი, 2.26 ლარიდან 2.23 ლარამდე.

მანამდე, ბენზინის ღირებულება ჯერ თებერვალში, შემდეგ კი, მარტის დასაწყისში შემცირდა. ამასთან, გასული წლის ბოლოს დაფიქსირებულ ფასებთან შედარებით საწვავი დაახლოებით 20-25 თეთრით არის გაიაფებული.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, საქართველოში ფასების კლება საერთაშორისო ბაზარზე ბოლო თვეებში დაფიქსირებულ დინამიკას უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×