რეზონანსი
14.03.2019

 (რეზონანსი) გორში სასტიკად მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. მოკლულის ბაბუის ხვიჩა ბერიაშვილის განცხადებით, განაჩენი მიუხედავად იმისა რამდენხანს გაიწელება სასამართლო პროცესები, უკვე გამოტანილია:

„ავად არის? კვდება თუ რა ხდება? თუ მოკვდება, მოკვდეს, თუ არადა, გამოუშვან! საქმე ბოლომდე მიყვანილია, როგორც 6 საათში იპოვეს ეს, ასეა საქმეც ბოლომდე მიყვანილი. ჩემი აზრით, ორი-სამი პროცესი, მეტი რა უნდა, რას დაგვარბენინებენ? რას გვიღვიძებენ კიდევ და კიდევ ყველა წამს? მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ, თქვენს შვილებს უნდა. განაჩენი გამოტანილია - უვადო პატიმრობა, ამას ელოდება მთელი საქართველო", -განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×