რეზონანსი
14.03.2019

 (რეზონანსი) გალის რაიონში საეჭვო ვითარებაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ, სენაკში გადაასვენეს.

ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას" დამოუკიდებელი ექსპერტის, ირაკლი თოიძის თქმით, კვარაცხელიას ყელის არეში თოკის კვალი აღენიშნება.

მისი თქმით, ყელზე უმნიშვნელო დაზიანებებია და სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ კვარაცხელია წამებით გარდაიცვალა.

12 მარტს ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. თვითმხილველები თვითმკვლელობას გამორიცხავენ.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×