რეზონანსი
14.03.2019

 გუშინ "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის"  მუშაობაში შეფერხებები მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში შეეხო. ანალოგიური ვითარება იყო "მესინჯერსა" და WhatsApp-თან დაკავშირებით.  ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია შეფერხება, რომელიც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. ამ ეტაპზე დეფექტები ნაწილობრივ აღმოფხვრილია. საუბარია კივერ თავდასხმაზეც.

მსგავსი პრობლემის წინაშე Facebook-ი 2008 წელსაც დადგა, როდესაც მას 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. ამჟამად სოციალურ ქსელში მათი რაოდენობა დაახლოებით 2,3 მილიარდია.

„ჩვენ საქმის კურსში ვართ, ვიცით, რომ მომხმარებლებს სოციალური ქსელის მუშაობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნათ, ვცდილობთ ხარვეზი დროულად გამოვასწოროთ“, - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×