რეზონანსი
13.03.2019

 (რეზონანსი) 76 მლნ დოლარით ტურიზმის განვითარების ფონდი საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულშია.

2018 წელს განხორციელებული FDI-ის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია bm.ge-მ ტურიზმის განვითარების ფონდიდან გამოითხოვა.

„76 მლნ აშშ დოლარი არის ჯამურად დახარჯული 2018 წელს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებზე.

ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.

პროექტები, რომლებიც თბილისში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხოციელდება, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა", - განუცხადეს bm.ge-ის ფონდში.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2014 წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის იურდიული მისამართი "ქართუს" სათაო ოფისში, ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

შეგახსენებთ: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10:

• აიდიეს ბორჯომი საქართველო - დამამუშავებელი მრეწველობა

• შპს მაგთიკომი - კავშირგაბმულობა

• BP ჯგუფი - ტრანსპორტი

• სს ენერგო-პრო ჯორჯია - ენერგეტიკა

• სს RMG Copper- სამთომოპოვებითი მრეწველობა

• შპს ჯორჯიან მანგანეზი- დამამუშავებელი მრეწველობა

• შპს აჭარისწყალი ჯორჯია - ენერგეტიკა

• ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი - მშენებლობა

• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი - სასტუმროები

• სს ნენსკრა ჰიდრო - ენერგეტიკა

საწარმოები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.

 

 

bm.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×