რეზონანსი
13.03.2019

 თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “ცენტრ-პოინტით” დაზარალებულების დაკმაყოფილებას სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი თავის თავზე არ აიღებს.  სამშენებლო კომპანია "მ2"-თან მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ამ ადამიანების ეტაპობრივად დაკმაყოფილებისთვის ახალ ინვესტორებს ეძებს. 

"ცენტრ პოინტისა” და სხვა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის მერიამ თავი არ დაზოგა. ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რიგი კომპრომისული გადაწყვეტილებები მივიღოთ, თუმცა  დაზარალებულების დაკმაყოფილებას სახელმწიფო თავის თავზე არ აიღებს. აქვე შემიძლია დაგიდასტუროთ, დღეს უკვე გაცდენილები ვართ ჩვენს პრეროგატივას და სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებებში ჩართულები ვართ, რომ ეტაპობრივად მაინც მოხდეს ამ ოჯახების დაკმაყოფილება. კონკრეტულ კომპანიებს ვერ დაგისახელებთ, ვისთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს”, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე. 

"ცენტრ-პოინტის" დაუმთავრებელი პროექტების დასრულებას სამშენებლო კომპანია "მ2" აპირებდა, თუმცა საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×