რეზონანსი
13.03.2019

 (რეზონანსი) ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა.

მომხდარს 25 წლის მამუკა ნაცვცალაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფები მსუბუქად არიან დაშავებულები.

გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე დარჩა:

"პირველ შვილს ელოდებოდნენ. ახალ დაქორწინებულები იყვნენ. ცოლი აქ იყო საავადმყოფოში, გენოკოლოგთან ვიზიტზე. ამ დროს სასაწრაფომ ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გვამურ მდგომარეობაში მოიყვანა. საუბარს მოკრა ყური როგორც ჩანს, მოტოციკლის მძღოლია დაღუპული 25 წლის ბიჭიო და... თავზე მის ქმარს დაადგა"-გვიყვებიან თვითმხილველები.

 

წყარო: "გურიის მოამბე"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×